Belive

ძანეტი: ,,მესის არ სჭირდება მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იმისთვის, რომ დიდებული ეწოდოს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავიერ ძანეტიმ, დიეგო მარადონასა და ლეო მესის შედარებაზე ისაუბრა:

,,მესის არ სჭირდება მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იმისთვის, რომ დიდებული ეწოდოს. უბრალოდ, შეხედეთ მის შთამბეჭდავ შედეგებს. ვფიქრობ, მთავარია ის გზა, რომელიც ადამიანმა გაიარა, რათა გარკვეულ დონემდე მისულიყო.

თქვენ ყოველთვის ადარებთ მარადონას მესის, მე კი ვამბობ - ჩვენ, არგენტინელებმა, უნდა ვიამაყოთ, რომ ორი ასეთი ფეხბურთელი გვყავს,'' - განაცხადა ძანეტიმ.

მესი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასთან ყველაზე ახლოს 2014 წელს იყო, როცა არგენტინა გერმანიასთან ფინალში დამარცხდა.

ყატარის მუნდიალზე ,,ალბისელესტე'' საუდის არაბეთთან, მექსიკასთან და პოლონეთთან ერთად იასპარეზებს. სკალონის გუნდი პირველ მატჩს 22 ნოემბერს ჩაატარებს.

სხვა სტატიები