ძანიოლოსთვის ინგლისური გრანდები იბრძვიან

იტალიური მედიაგამოცემა Sussidiario იუწყება, რომ “ლივერპული” “რომას” ფეხბურთელით, კერძოდ ნიკოლო ძანიოლოს შეძენით ინტერესდება.

20 წლის ფეხბურთელი იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ სამომავლო იმედად მიიჩნევა. მის მიმართ ინტერესი უკვე არაერთმა გრადმა გამოხატა, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სულ ახლახანს ბრძოლაში “ლივერპულიც” ჩაერთო.

ნიკოლო ძანიოლოს გადასაბირებლად ძირითადად ინგლისური კლუბები აქტიურობენ, ესენი არიან – “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ტოტენჰემი” და “ლივერპული”, ექსპერტების მოსაზრებით ამ უკანასკნელებს ყველაზე დიდი შანსი აქვთ, რომ საწადელს მიაღწიონ.

აღსანიშნავია, რომ ძანიოლოს შეძენა მიუნხენის “ბაიერნსაც” სურდა, ისინი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს გადახდასაც გეგმავდნენ, თუმცა როგორც ჩანს კლუბებს შორის მოლაპარაკებები ვერ შედგა.

ძანიოლოს “რომას” რიგებში 60 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რა დროშიც 12 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

(30)

ძანიოლოსთვის ინგლისური გრანდები იბრძვიან

სტატიის ავტორი
-