Belive

ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გვიან ღამით ძმის მიერ მოკლული 19 წლის ბიჭი მიშო ახლოურია. 19 წლის ფეხბურთელი ძმამ დაჭრა, რის შემდეგაც იგი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ მიშო ახლოურის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მკვლელობა გასულ ღამეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიშო ახლოური გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი იყო. შეგახსენებთ, ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი გასული წლის 22 ივნისს წყალში იპოვეს. “საბურთალოს” აკადემიის ფეხბურთელის – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17 პირიდან 4 სპორტსმენია, აქედან 2 მორაგბე: ა.გ და ნ.ჟ, რომელიც (ს.კ “ყოჩების” რიგებში ირიცხება), ძიუდოისტი გ.ტ (ორგზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი) და ფეხბურთელი ი.წ (“ვიტ ჯორჯია”).
136731353_403869011031869_77601082090520673_n

სხვა სტატიები