Belive

"ძველი" აზარი იუვენტუსთან დაბრუნდა, თუმცა მხოლოდ 8 წამით

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, მადრიდის "რეალისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება შედგა. მატჩი სამეფო კლუბის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. ტურინული გრანდის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ედენ აზარმა ბრწყინვალე თამაშით გამოიჩინა თავი - აზარის გასაოცარი ქმედება თანაგუნდელებმა დააფასეს და გატანილი გოლით დაასრულეს. 2019 წელს, აზარმა ოცნება აიხდინა და ლონდონის "ჩელსიდან" მადრიდის "რეალში" გადავიდა. ბელგიელ ვარსკვლავზე სოლიდური ავანსები გაიცა და მადრიდული გრანდის მესვეურებმა მასზე დიდი იმედები დაამყარეს. მუდმივმა ტრავმიანობამ, აზარის მადრიდულ კარიერას დაღი დაასვა - გასაოცარი ვარსკვლავისგან, რომელიც "არისტოკრატებში" ასპარეზობდა მხოლოდ აჩრდილი დარჩა და აზარის კრიტიკოსთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიის მსგავსად გაიზარდა. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, აზარმა რამდენიმე ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც ბრწყინვალე სათამაშო ფორმა დაკარგა. ბელგიელი ვარსკვლავი უშედეგოდ ცდილობდა ფორმის აღდგენას და სულ უფრო მეტი მიმომხილველი აღნიშნავდა, რომ მისი დღეები "სანტიგო ბერნაბეუზე" დათვლილია, მაგრამ, "ბიანკონერის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში "ძველი" აზარი დაბრუნდა. იდეალური 8-წამიანი მონაკვეთი, რომელმაც გულშემატკივრებს "ძველი" აზარი გაახსენა, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

სხვა სტატიები