Belive

ძველი ფორმით EURO 2020-ზე | ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია სკანდალში გაეხვა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

EURO 2020-ზე საასპარეზოდ, ჩრდილოეთ მაკედონიამ ფორმა წარადგინა, თუმცა საზოგადოებისგან ნეგატიური გამოხმაურება მიიღო და სკანდალი აგორდა. ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია იძულებული გახდა საჯარო ბოდიში მოეხადა და ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისათვის კვლავ ძველი დიზაინის მაისური დაეუბრუნებინა. ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს - შესაბამისად, ჩრდ. მაკედონელები ეკიპირების მწარმოებელი გერმანული ფირმა "იაკოსგან" რაღაც განსაკუთრებულს ელოდნენ. ეროვნული ნაკრების ფორმის წარდგენამ საზოგადოებაში ნეგატიური გამოხმაურება ჰპოვა - გულშემატკივრების მტკიცებით, "იაკოს" მიერ შექმნილ დიზაინს ჩრდილოეთ მაკედონიასთან საერთო არაფერი აქვს და პორტუგალიას უფრო შეესაბამება. ახალი ფორმის წარდგენის გამო აგორებული სკანდალის შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციამ საჯარო ბოდიში მოიხადა და ევროპის ჩემპიონატზე გასული წლის სათამაშო ფორმით ასპარეზობის უფლების თაობაზე, UEFA-ს ოფიციალური თხოვნით მიმართა.

სხვა სტატიები