Belive

"ძვირადღირებული ვარ და ამიტომ მაკრიტიკებენ" - მაგუაირმა კრიტიკოსებს უპასუხა

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

პრემიერ ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში, ინგლისის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის დაპირისპირება შედგა. “ენფილდზე” მერსისაიდულმა გრანდმა შესანიშნავი პერფორმანსი დადგა და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა. იგივეს ვერ ვიტყვით “მანჩესტერ იუნაიტედზე” და განსაკუთრებით £80 მილიონად შეძენილ ჰარი მაგუაირზე, რომელმაც პირად აქტივში მორიგი კატასტროფული მატჩი ჩაიწერა. “ლივერპულისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება, მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მერსისაიდულმა გრანდმა “ენფილდზე” ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა. კიდევ უფრო შთამბეჭდავია გატანილი და გაშვებული გოლების თანაფარდობა - “ლივერპულმა” უკანასკნელ 11 საშინაო შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა. "ენფილდზე", ისტორიულ მეტოქესთან გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ, ჰარი მაგუაირი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ გაშვებული 4 გოლიდან – 2 პირადად მაგუაერის სინდისზეა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანს პოზიცია არასწორად აქვს შერჩეული და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ცუდი ოფსაიდის მახის დაგებას ცდილობს.

ჰარი მაგუაირის კატასტროფული მატჩი ლივერპულის წინააღმდეგ | VIDEO

კარაგერი | მაგუაერი კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება

ჰარი მაგუაირი – მანჩესტერის ტროას ცხენი

“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი მიმდინარე სეზონში კატასტროფულ ფორმაში იმყოფება, რის გამოც მუდამ აკრიტიკებენ. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, “ატლეტიკოსთან” მარცხის შემდეგ, მაგუაირი ყოფილმა “ლივერპულელმა” ჯეიმი კარაგერმაც გააკრიტიკა, რომელმაც აღნიშნა, რომ ინგლისელი ცენტრალური მცველი კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება. მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ჰარი მაგუაირი მიიჩნევს, რომ არც ისე ცუდი ფეხბურთელია. "ლივერპულთა" მატჩის წინ, მაგუაირმა აღნიშნა, რომ იგი ძვირადრირებული ფეხბურთელია და როდესაც მოედანზე მოვლენები არც ისე სახარბიელო სცენარით ვითარდება და "მანჩესტერ იუნაიტედი" გოლს უშვებს, სწორედ ამიტომ აკრიტიკებენ.
"ყველა თამაშში, რომ შეცდომას ვუშვებდე და ცუდად ვასპარეზობდე, მუდმივად "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში არ ვიქნებოდი. არსებობს მიზეზი, რის გამოც ორივე მენეჯერი მენდობა და ძირითად შემადგენლობაში თამაშის უფლებას მაძლევს. ნდობის მიუხედავად, მესმის რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი ვარ, ძვირადღირებული ფეხბურთელი ვარ და როდესაც მოედანზე მოვლენები არც ისე სახარბიელო სცენარით ვითარდება და "მანჩესტერ იუნაიტედი" გოლს უშვებს, სწორედ ამიტომ მაკრიტიკებენ".
 

სხვა სტატიები