ებრალიძე რუმინეთის ჩემპიონატში გადავიდა

27 წლის ქართველი ფეხბურთელი, ავთანდილ ებრალიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში აგრძელებს.

“დინამო თბილისის” აღზრდილმა დღეს “ვოლუნტარისთან” გააფორმა კონტრაქტი. ტრანსფერი ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დასასტურდა.

ებრალიძე რუმინეთის ჩემპიონატში გადავიდა 1

ებრალიძეს, რომელსაც ბევრ პორტუგალიურ გუნდში უთამაშია, გასულ სეზონში გიორგი არაბიძის თანაგუნდელი იყო. ქართველმა ვინგერმა “ნასიონალში” ერთი სეზონი გაატარა და “ვოლუნტარის” თავისუფალი აგენტის სახით შეუერთდა.

ავთანდილ ებრალიძე მანამდე “ჩავესში”, “ჟილ ვისენტეში”, “ოლივეირენსესა” და სხვა პორტუგალიურ კლუბებში თამაშობდა. ქართველი ფეხბურთელი ესპანური “ხეტაფეს” ახალგაზრდულ გუნდშიც იყო.

“ვოლუნტარიმ” რუმინეთის ჩემპიონატის გასული სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა.

(213)

ებრალიძე რუმინეთის ჩემპიონატში გადავიდა

სტატიის ავტორი
-