Belive

ედენ აზარი: "რეალში გადასვლა ჩემი ოცნებაა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" ლიდერმა, ედენ აზარმა თავის მომავალზე ისაუბრა. მისი თქმით, არ იცის შემდეგ სეზონში სად ითამაშებს. "ჩელსისთან" კნტრაქტის შეწყვეტა რთული და მძიმე გადაწყვეტილება იქნება, თუმცა მისი ოცნება "რეალში" გადასვლაა. მაურისიო სარის ხელმძღვანელობით, ლონდონური კლუბი პრემიერლიგაში მეორე პოზიციას იკავებს და აზარი ამ გუნდს განუყოფელი ნაწილი და უდავო ლიდერია. "რაღაცის შეცვლის დროა.  მსოფლიოს ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩავატარე. კარგ ფორმაში ვარ და მადრიდის რალში გადასვლა ჩემი ოცნებაა. სამეფო კლუბი საუკეთესოა მსოფლიოში. ბავშვობაში სწორედ მადრიდულ კლუბში თამაშზე ვოცნებობდი. არ მსურს ყოველდღე ამ თემაზე საუბარი, თუმცა რაც გაქვს ოცნებად, ის აუცილებლად უნდა აისრულო" - განაცხადა ბელგიელმა ფეხბურთელმა. აღსანიშნავია, რომ ედენ აზარის ყოფილი გუნდელი და თანამემამულე, ტიბო კურტუა მადრიდში გადაბარგდა. შესაძლოა მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს აზარის სამეფო კლუბში გადაბირებაში.

სხვა სტატიები