Belive

ედენ აზარი:"რეალში გადასვლა მინდოდა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" ბელგიელმა შემტევმა, ედენ აზარმა განაცხადა რომ ზაფხულში მადრიდის "რეალში" გადასვლა სურდა. "სიმართლეს გეტყვით, მსოფლიო ჩემპიონატის მერე "ჩელსიდან" წასვლა მინდოდა, რადგან ესპანეთში თამაში ჩემი ოცნებაა, შემდეგ ხელმძღვანელობასა და მწვრთნელს ვესაუბრე და გადავწყვიტე დავრჩენილიყავი, რადგან ახალი მწვრთნელი მოვიდა და მეც ბედნიერი ვარ ლონდონში. შეიძლება კარიერის ბოლომდე "ჩელსიში" დავრჩე, შეიძლება სხვაგან გადავიდე, მე მიყვარს "ჩელსი", მიყვარს ლონდონი და მიყვარს ჩვენი გულშემატკივარი. ვფიქრობ თანაგუნდელებსაც ვუყვარვარ მე, ამიტომ გამიადვილდა დარჩენა. გადავალ თუ აქ დავრჩები სულ ერთია, "ჩელსი" ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა" - განაცხადა ედენ აზარმა. შეგახსენებთ ზაფხულში აქტიურად იწერებოდა ედენ აზარის მადრიდის "რეალში" ტრანსფერზე, თუმცა საბოლოოდ ბელგიელი ლონდონში დარჩა.

სხვა სტატიები