Belive

ედენ აზარის ფენომენალური სტატისტიკა!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" ბელგიელ შემტევს, ედენ აზარს პრემიერლიგის დიდი ხუთეულის წინააღმდეგ ფენომენალური სტატისტიკა აქვს. "მანჩესტერს" მან 5-ჯერ გაუტანა და "ეშმაკების" წინააღმდეგ 5 საგოლე პასი მიითვალა. "მანჩესტერის" მსგავსად აზარმა "ტოტენჰემსაც" 5-ჯერ გაუტანა, თუმცა საგოლე პასი 3-ჯერ გააკეთა. ასევე 5 გოლი აქვს აზარს "არსენალის" კარშიც, "მეთოფეების" წინააღმდეგაც 3 საგოლე პასით. 5 გოლიან ტრადიციას ბელგიელი არც "ლივერპულთან" არღვევს, თუმცა საგოლე პასი "მხოლოდ" 2 აქვს. აი "სიტის" კარში კი ედენს ჯერჯერობით 4 გოლი აქვს გატანილი, საგოლე პასების რიცხვი კი 5-ს უტოლდება. შეგახსენებთ რომ, დღეს აზარი და "ჩელსი" "ლივერპულს" დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები