ედენ აზარმა კრიტიკოსებს უპასუხა

მადრიდის “რეალისა” და ბელგიის საფეხბურთო ნაკრების ვარკსვლავმა, ედენ აზარმა აღნიშნა, რომ კარგ ფორმაშია და თავს შესანიშნავად გრძნობს.

ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ 11 შეხვედრაში, აზარმა მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო – რის გამოც, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგებულ ბელგიელს თავს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ედენ აზარმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა: ” გასული თვიდან მოყოლებული კარგ ფორმაში ვარ და ტრავმები არ მაწუხებს. თავს კარგად ვგრძნობ და როდესაც მოედანზე ვარ, ყოველთვის მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ – მნიშნველობა არ აქვს “რეალის” მაისური მაცვია თუ ბელგიის საფეხბურთო ნაკრების.”

(176)

ედენ აზარმა კრიტიკოსებს უპასუხა

სტატიის ავტორი
-