Belive

ედერსონი, ფაბინიო, ფირმინო, ტიაგო სილვა | FIFA-მ ბრაზილიელი ფეხბურთელები დასაჯა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
11-13 სექტემბერს გასამართი პრემიერ ლიგის მე-4 ტურის მატჩები ბრაზილიელი ვარსკვლავების გარეშე ჩაივლის. გავრცელებული ინფორმაციით, FIFA-მ ის ბრაზილიელი ფეხბურთელები დასაჯა, რომლებიც ინგლისურმა კლუბებმა ბრაზილიაში სათამაშოდ არ გაუშვეს. გაბრიელ ჟესუსი, ედერსონი, ალისონი, ფაბინიო, რობერტო ფირმინო, რაფინია, ფრედი და ტიაგო სილვა პრემიერ ლიგის მე-4 ტურის მატჩებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაულ ხიმენესი "ვულვზს" ვერ დაეხმარება. ფრანსისკო სიერელტა "უოტფორდის" შეხვედრას გამოტოვებს, ხოლო მიგელ ალმირონი "ნიუკასლს" დააკლდება.

სხვა სტატიები