Belive

ედგარ დავიდსი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩში მოედნიდან გააძევეს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანის", "ბარსელონას", ტურინის "იუვენტუსის", ამსტერდამის "აიაქსისა" და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ედგარ დავიდსი სამწვრთნელო კარიერას იწყებს, თუმცა, არც ისე სახარბიელოდ. 8 წლის განმავლობაში მოთამაშე-მწვრთნელად და ასისტენტად მუშაობის შემდეგ, ვეტერანმა ნიდერლანდელმა დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყება სცადა და პორტუგალიის რანგით მესამე დივიზიონის გუნდ "ოლაენსეს" ჩაუდგა სათავეში. დავიდსმა გუნდს პირველად 10 იანვარს, "ლუსიტანუ ევოსთან" მატჩში უხელმძღვანელა, რომელშიც მეგობრული ანგარიში 0:0 დაფიქსირდა, თუმცა მატჩის მიწურულს არამეგობრული შემთხვევა მოხდა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და საქმე იქამდეც მივიდა, რომ შეხლა-შემოხლაში მწვრთნელებიც ჩაერთვნენ. შედეგად, დავიდსმა წითელი, ხოლო მისმა ვიზავიმ ყვითელი ბარათი მიიღო. მატჩის შემდეგ, დავიდსმა უარი თქვა ჟურნალისტებთან საუბარზეც. დავიდსის გუნდი 11-გუნდიან ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს და პლეი-ოფში გასვლის ერთ-ერთი კანდიდატია.

სხვა სტატიები