Belive

ედინ ტერზიჩი: "ჰოლანდმა ტემპი უნდა დააგდოს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დორტმუნდის" მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჰოლანდმა ცოტა ტემპი უნდა დააგდოს და ტრავმის შემდეგ ნელ-ნელა დაუბრუნდეს მინდორს. ახალგაზრდა ნორვეგიელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში "დორტმუნდის" მაისურით 14 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. ჰოლანდს ტრავმის გამო მთელი დეკემბერი გაუცდა და დიდი შრომა მოუწია, რომ ვარჯიშებს დაბრუნებოდა. ახალგაზრდა შემტევის გარეშე "დორტმუნდს" ძალიან გაუჭირდა, მის გარეშე გუნდმა ბუნდესლიგის 4 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო და მიუნხენის "ბაიერნს" უკვე მთელი 8 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ტერზიჩს ფეხბურთელის ჯანმრთელობით გარისკვა არ უნდა და სურს, რომ ჰოლანდი ნელ-ნელა დაბრუნდეს შემადგენლობაში.  "ვოლფსბურგთან" გასამართი მატჩის წინ ტერზიჩმა განაცხადა:
"ჰოლანდი ცნობილია თამაშისა და გოლების გატანის წყურვილით. ეს მისი ერთ-ერთი თვისებაა, რომელსაც ყველა შეხვედრაში ვხედავთ, მაგრამ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ჰოლანდს ვუთხრათ, რომ ცოტა ტემპი დააგდოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ტრავმის შემდეგ ახლახან დაბრუნდა. ის ფორმაში ეტაპობრივად უნდა ჩადგეს, თუმცა სასიამოვნოა მისი მოზღვავებული თამაშის სურვილი".
 

სხვა სტატიები