Belive

ედინსონ კავანი კარიერას ვალენსიაში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ედინსონ კავანი ,,ვალენსიაში'' ითამაშებს. ინფორმაციას ,,ღამურების'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

35 წლის ფეხბურთელი ვალენსიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

როგორც ესპანური მედია იუწყებოდა, ურუგვაელი მოლაპარაკებებს ლა ლიგის კიდევ ერთ კლუბთან - ,,ვილიარეალთანაც'' მართავდა.

კავანი ბოლოს ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' თამაშობდა, სადაც ჩატარებულ 59 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები