Belive

ეგვიპტელი მეკარის ბოთლი, რომელსაც ის პენალტების სერიის დროს უყურებდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

აფრიკის თასის ფინალში სენეგალმა ეგვიპტე პენალტების სერიაში დაამარცხა და ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა. დრამატული თამაშის შემდეგ, მოედანზე, კარებთან ეგვიპტელთა მეკარის, გაბასკის ბოთლმა დიდი ყურადღება მიიქცია. 32 წლის ფეხბურთელს ბოთლზე სენეგალის ნაკრების თითოეულ წევრზე, პენალტის ტექნიკის შესახებ არაერთი დეტალი ეწერა. ყოველი თერთმეტმეტრიანის შესრულების წინ კი გაბასკი სწორედ ამ ბოთლს უყურებდა.

ეგვიპტისთვის სამწუხაროდ, ამ მეთოდმა ბოლომდე შედეგი ვერ გამოიღო, სენეგალელებმა მხოლოდ 1 ბურთი გააფუჭეს და ჩემპიონები გახდნენ.

სხვა სტატიები