Belive

ეკატერინე ტიკარაძე: "საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასწრება რეკომენდებული არ არის"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 8 ოქტომბერს გასამართი მატჩის შესახებაც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ UEFA-მ ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირებაზე "დინამო არენას" 30%-ის შევსების უფლება გასცა. საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ უნდა მიიღოს.
"ვიმსჯელეთ და განვიხილეთ რისკები. 8 ოქტომბრამდე საბჭო კიდევ ერთხელ შეიკრიბება, რის შემდეგადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩზე მაყურებლის დასწრება რეკომენდებული არ არის," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.  

სხვა სტატიები