Belive

ელ კლასიკო ახლოვდება - ლოპეტეგის დარჩენის საკითხი კატალონიაში გადაწყდება

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ხულენ ლოპეტეგის მიმართ კრიტიკა არ წყდება - გუნდმა უკანასკნელ 4 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა (3 წაგება, 1 ფრე), რაც უკანასკნელად შორეულ წარსულში მოხდა. ამ მომენტისთვის, მადრიდული გუნდი "ლა ლიგაში" მეოთხე ადგილს იკავებს და ლიდერ "სევილიას" 2 ქულით ჩამორჩება, რაც ნამდვილად არ არის ის შედეგი, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე გუნდისგან ელიან. გასული წლების განმავლობაში „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე დომინირებდა, თუმცა „ლა ლიგის“ ტიტულის მოპოვება როგორც კარლო ანჩელოტის, ასევე ზინედინ ზიდანს ძალიან გაუჭირდათ - გასული 10 წლის განმავლობაში, პრიმერა დივიზიონში ჩატარებული 38 მატჩის შემდეგ პირველი პოზიცია „რეალმა“ მხოლოდ 2-ჯერ დაიკავა (2011/12 და 2016/17). ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, „ლა ლიგის“ მოგება ამ სეზონში ხულენ ლოპეტეგის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, თუმცა საწყის 8 შეხვედრაში "რეალმა" ბილბაოს "ატლეტიკისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" დამარცხება ვერ მოახერხა, ხოლო "ალავესთან" და "სევილიასთან" მარცხი განიცადა. წარუმატებელი შედეგების ფონზე, მადრიდული გრანდის სახელს უკვე რამდენიმე მწვრთნელს უკავშირებენ - მათ შორისაა „ჩელსის“ ყოფილი მწვრთნელი, ანტონიო კონტე და „რეალის“ ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელი და ყოფილი ფეხბურთელი, სანტიაგო სოლარი. აღსანიშნავია, რომ ცუდი შედეგები აქვს "რეალის" მთავარ კონკუტენტსაც - კატალონიის "ბარსელონამ" ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ გასულ 4 მატჩში ვერცერთის მოგება ვერ შეძლო (3 ფრე, 1 წაგება). მოვლენების ამგვარი განვითარების ფონზე, ორმაგად საინტერესო იქნება 28 ოქტომბერს გასამართი მატჩი „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ობიექტი იქნება - მატჩის შედეგით კი ყველაზე მეტად „რეალის“ ხელმძღვანელობა იქნება დაინტერესებული, რომელიც წარუმატებელ შედეგს არცერთ

სხვა სტატიები