Belive

ელ კლასიკოს ბნელი მხარე - რა ხდებოდა კატალონიაში გუშინ?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის დამოუკიდებლობას ასიათასობით ადამიანი ითხოვს - სწორედ მიტინგები, არეულობა და პოლიციასთან შეტაკებები გახდა მიზეზი, რის გამოც ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართა. დაძაბული მოვლენების ფონზე, "ბარსელონასა" და "რეალს" შორის შეხვედრა უსაფრთხოების განსაკუთრებული დაცვის ფონზე მიმდინარეობდა. ამის მიუხედავად, მატჩი რამდენიმე წუთით მაინც შეწყდა: გულშემატკივრებმა სტადიონზე ბურთები გადმოყარეს. მათი მთავარი გზავნილი, მოლაპარაკება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ, "კამპ ნოუს" გარეთ მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა ქალაქში ცეცხლის დანთება სცადეს. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულია 46 ადამიანი, მათ შორის 1 ოპერატორი.

იხილეთ გუშინდელი ღამის ამსახველი ფოტოები.











სხვა სტატიები