Belive

ელ კლასიკოს ჩატარების თარიღი კვლავ უცნობია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Marca-ს ცნობით, ლა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტმა გადადებული ელ კლასიკოს ჩატარების ახალი თარიღის შესახებ შეთანხმებას ჯერ კიდევ ვერ მიაღწია. შეთანხმებისთვის კლუბებს ვადა 21 ოქტომბრამდე ჰქონდათ. "ბარსელონამ" და "რეალმა" მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარების თარიღად 18 ოქტომბერი აირჩიეს, თუმცა ლა ლიგამ საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა და ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციას შეხვედრის 4 დეკემბერს გამართვის თხოვნით მიმართა. წერილის გაგზავნის შემდეგ, საშეჯიბრო კომიტეტი უკვე კლუბებს დაუკავშირდა, თუმცა ჯერჯერობით მათგან პასუხი არ მიუღია. მას მერე, რაც კლუბები თავიანთ აზრს დააფიქსირებენ, კომიტეტი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ელ კლასიკოს კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო გადაიდო, რომლის მიზანიც მხარის დამოუკიდებლობაა.

სხვა სტატიები