Belive

ელ კლასიკოს წინ, რონალდუმ რეალს წარმატებები უსურვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ალ ნასრის'' თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში ყოფილი გუნდის, მადრიდის ,,რეალის'' მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შეხვდა.

,,რეალს კვირას, ფინალურ მატჩში, წარმატებებს ვუსურვებ! ასეთი დიდი ისტორიის მქონე გუნდიდან ყოფილი თანაგუნდელებისა და მეგობრების ნახვა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა,'' - თქვა კრიშტიანუმ ვიდეომიმართვაში.

ხვალ ესპანეთის სუპერთასის ფინალში ერთმანეთს მადრიდის ,,რეალი'' და კატალონიის ,,ბარსელონა'' შეხვდებიან.

მატჩი საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში იმართება.

სხვა სტატიები