Belive

ელ კლასიკოში ბარსელონას მაისურზე გვარები ჩინურად ეწერება (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ბარსელონა" "რეალს" მასპინძლობს.  გუნდის ხელმძღვანელებმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს. "ელ კლასიკოში"  "ბარსელონას" ფეხბურთელების სახელები მაისურებზე ჩინურად იქნება დაწერილი. ოფიციალური ინფორმაციით, ეს ჩინურ ახალ წელთან არის დაკავშირებული, რომელიც გუშინ, 5 თებერვალს აღნიშნეს. "ელ კლასიკო" "ნოუ კამპზე" დღეს ღამის 12 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები