Belive

ელ კლასიკოსთვის მარსელო მწყობრში იქნება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
28 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე "ბარსელონა" "რეალს" დაუპირისპირდება. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ელ კლასიკოს" შესაძლოა მარსელოს გარეშე ჩაევლო - თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, "ბლანკოსის" ბრაზილიელი მცველი მწყობრშია და იგი თამაშს შეძლებს. Marca-ს მტკიცებით, მარსელოს ტრავმა არც ისე რთული აღმოჩნდა და იგი უკვე გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, მადრიდელთა მცველმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში მიიღო.

სხვა სტატიები