Belive

ელ შაარავი რომაში დაბრუნდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
28 წლის იტალიელი ფეხბურთელი სტეფან ელ შაარავი "რომაში" დაბრუნდა. ელ შაარავის ბოლო გუნდი ჩინური "შანხაი შენხუა" იყო, სადაც მან 18 თვე გაატარა. ელ შაარავი ჩინურ გუნდს სწორედ "რომადან" შეუერთდა 2019 წელს. იტალიელი შემტევი თავის ყოფილ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა. რომას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას ელ შაარავიმ განაცხადა:
"როდესაც პირველად მოვხვდი "რომაში", მივხვდი, რომ ამ კლუბსა და ქალაქს ცოტა დრო სჭირდება, რომ შენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოს და თავი შეგაყვაროს". "როდესაც "რომა" დავტოვე, მალევე გავაცნობიერე, რომ ის ჩემს გულში სამუდამოდ დარჩებოდა. მოუთმენლად ველი კვლავ ამ გუნდის მაისურით თამაშს".
შეგახსენებთ, რომ ელ შაარავიმ "რომაში" პირველი ასპარეზობის დროს (2016-19 წწ.) 139 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 40 გოლი გაიტანა.    

სხვა სტატიები