Belive

ელ შაარავის მომავალი კვლავ სერია ა-სთან იკვეთება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სპორტული ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ელ შაარავი მოექცა, გამომდინარე იქედან, რომ "რომას" ამ უკანასკნელის დაბრუნება სურს. Calcio Mercato-ს ცნობით, იტალიელების დღის წესრიგში აქტიურადაა დაყენებული საკითხი "შანხაი შენხუას" ფორვარდის კიდევ ერთხელ გადმობირება. 27-წლის ფეხბურთელის პირობითი სატრასნფერო ღირებულება ამ ეტაპზე 20 მილიონ ევროს შეადგენს. წყარო ასევე იუწყება, რომ იტალიელების თქმით ისინი სრული მობილიზებით შეეცდებიან ელ შაარავის დაბრუნებას, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ სატრანსფერო პერიოდი დასკვნით ფაზაშია, მათი მცდელობა შესაძლოა ფიასკოთი დასრულდეს. ცნობისთვის, ელ შაარავის ჩინური კარიერა არაფრით გამოირჩევა, მან ჩინეთის სუპერლიგაში მხოლოდ 1 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

სხვა სტატიები