Belive

Elfutbolero - კვარაცხელია პარიზში მესის ჩაანაცვლებს?!

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "ნაპოლის" ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, გავლენიანი მედია საშუალებების ყურადღების ცენტრშია.

იტალიური, ფრანგული, ინგლისური და ამერიკული ტაბლოიდები, კვარაცხელიას შესახებ აქტიურად წერენ და მისი მომავლის შესახებ სპეკულირებენ. Elfutbolero ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ წერს.

ავტორიტეტული მედია საშუალება, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალ კლუბად "პარი სენ-ჟერმენს" ასახელებს და აღნიშნავს, რომ ქართველი ვარსკვლავი ლეო მესის ჩაანაცვლებს.

"პარი სენ-ჟერმენი" ცნობილია, როგორც გრანდი, რომელიც აქტიურად აკვირდება ამომავალ ვარსკვლავებს. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელებმა თვალი ხვიჩა კვარაცხელიას დაადგეს, რომელიც ლეო მესის შემცვლელად განიხილება.

უკანასკნელ დღეებში, მედია საშუალებები აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ მომავალ სეზონში არგენტინელი სუპერვარსკვლავი პარიზულ გრანდს დატოვებს და "ინტერ მაიამის" შეუერთდება - ამ შემთხვევაში, პარიზელები ყველა ღონეს იხმარენ, რათა ნეაპოლელთა ამომავალი ვარსკვლავის ტრანსფერი განახორციელონ.



მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" დირექტორი - კრისტიანო ჯუნტოლი, კვარაცხელიას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ კვარა ხელშეუხებელია - "ნაპოლის" ისეთი გრანდების წინადადების დაბლოკვა მოუწევს, როგორიცაა: "პარი სენ-ჟერმენი", "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" რაც არც ისე მარტივია.

"შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ კვარაცხელია 100%-ით ხელშეუხებელია. ის სატრანსფერო ბაზარზე არ იქნება", - აღნიშნავს ჯუნტოლი.

მოქმედი კონტრაქტის თანახმად, კვარა "ნაპოლის" ღირსებას 2027 წლამდე დაიცავს. 21 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა ფანების გულის დაპყრობა შეძლო და მათ აღფრთოვანებას, ფენომენალური ასპარეზობით განაგრძობს. "ნაპოლიმ" კვარა მხოლოდ 10-12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა - მაგრამ მისი სახით დიდებული ინვესტიცია მიიღო. რაც უფრო დიდხანს დარჩება კვარა "ნაპოლიში", მით უფრო გაიზრდება მისი სატრანსფერო ღირებულება და გრანდებისგან მიღებულ წინადადებაზე, ნეაპოლელებს უარის თქმა გაუჭირდებათ.

სხვა სტატიები