Belive

ელგუჯა ლობჯანიძე ისევ ყაზახეთში, ქართველების ყოფილ გუნდში ითამაშებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას კვლავაც ყაზახეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. 28 წლის ფორვარდი "ტობოლის" მოთამაშე გახდება. გუნდის, რომელშიც ბოლო წლების განმავლობაში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა: ჯაბა კანკავამ, ნიკა კვეკვესკირმა და ლუკა ზარანდიამ ითამაშა, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისიდან გუნდი ყველა მათგანმა დატოვა. ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც აქამდე "თარაზისა" და ყიზილორდის "კაისარის" შემადგენლობაში უთამაშია, კოსტანაის კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. იგი "ტობოლში" 99-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. წინა სეზონში "ტობოლმა" ყაზახეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და მიმდინარე წელს უეფას კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

 
View this post on Instagram
 

A post shared by «TOBOL» FÝTBOL KLÝBY (@fctobol)

სხვა სტატიები