Belive

ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ასტანაში გააგრძელებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას "ასტანაში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას Live.ge სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ლობჯანიძე ბოლოს ყაზახურ "ქაისარში" თამაშობდა, სადაც 28 წლის თავდამსხმელმა 14 მატჩში 8 გოლი გაიტანა. რაც შეეხება "ასტანას", გუნდი ყაზახეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელია. "ასტანამ" გასული სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა და ზაფხულში ყაზახეთს ევროტურნირებზე წარმოადგენს.

სხვა სტატიები