Belive

ელიგის დებიუტანტის სადებიუტო ტრანსფერი 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეროვნული ლიგის დებიუტანტი თბილისის "მერანი" ჩემპიონატის დაწყებამდე პირველ ტრანსფერს აოფიციალურებს. თბილისურმა გუნდმა გამოცდილი ნახევარმცველი მიხეილ სარდალიშვილი დაიმატა. 27 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სარდალიშვილს "ზესტაფონში", "გაგრასა" და "ტორპედოში" უთამაშია, კარიერის უმეტესი ნაწილი კი საჩხერის "ჩიხურაში" გაატარა, სადაც წინა სეზონში 34 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. კლუბის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, თბილისის "მერანი" აქტიურ მზადებას 15 იანვარს დაიწყებს. მზადების პირველ ეტაპს გუნდი თბილისში გაივლის, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

სხვა სტატიები