Belive

ელიგის მონაწილე კლუბების ყველა ტესტმა COVID19-ზე უარყოფითი პასუხი აჩვენა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბების COVID-19-ზე ტესტირების პირველი ეტაპი დასრულდა. სავალდებულო ტესტირების ფარგლებში, სფფ-ს ეგიდით, მატჩის განაცხადში შემავალ ოფიციალურ პირებს, ტესტირება ჩაუტარდა და ყველა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ჩემპიონატის განახლებამდე, ეროვნული ლიგის კლუბები სავალდებულო ორკვირიან შეკრებას იზოლირებულ ბაზებზე გაივლიან. რის შემდეგაც, ჩემპიონატის განახლებამდე, განმეორებითი ტესტირება ჩატარდება. ეროვნული ლიგა მესამე ტურიდან, 25 ივნისს, თბილისური დერბით "საბურთალოსა" და "დინამოს" დაპირისპირებით განახლდება.

სხვა სტატიები