Belive

ელიფ ელმასი: "საქართველოში ჩვენი ქვეყნისთვის ვითამაშებთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებთან გასამართი ისტორიული შეხვედრის წინ, მაკედონიის ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ელიფ ელმასმა კომენტარი გააკეთა. "ნაპოლის" ნახევარმცველი თბილისში საბრძოლო განწყობით მოემგზავრება. "ფინალი, ერთი მატჩი და ძალიან ბევრი ბრძოლა. რთული მატჩი იქნება, სასწორზე ბევრი რამ დევს, მაგრამ ამისთვის ვემზადებოდით და ვეცდებით მაქსიმუმი გავიღოთ, რაღა საბოლოო წარმატებას მივაღწიოთ.  ჩვენ გვჭირდება კონცენტრაცია და ენერგია მთელი 90 წუთის განმავლობაში. საქართველო ასევე მიზნად ისახავს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ისე თამაში, რომ მოედანზე ყველაფერი ჩვენზე იყოს დამოკიდებული.  ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ეს შესანიშნავი მატჩია და ჩვენ მას ვითამაშებთ არა საკუთარი თავისთვის და გუნდისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ვიმედოვნებ, რომ წარმატებას მივაღწევთ და ევროპის ჩემპიონატზე ადგილს მოვიპოვებთ", - თქვა ელმასმა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება.ისტორიული მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები