Belive

ელისაბედ მეორემ ფინალური მატჩის წინ, გარეთ საუთგეიტს წერილი მისწერა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ მეორემ, ევრო 2020-ის ფინალური შეხვედრის წინ, ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გარეთ საუთგეიტს წერილი მისწერა და წარმატება უსურვა:

,,55 წლის წინ, პატივი მქონდა მსოფლიოს თასი ბობი მურისთვის გადამეცა და მენახა, რას ნიშნავდა ფეხბურთელებისთვის, ხელმძღვანელებისთვისა და დამხმარე პერსონალისთვის დიდი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ფინალში გამარჯვება. მინდა, ჩემი და მთელი ოჯახის სახელით მოგილოცოთ ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა და გამოგიგზავნოთ კეთილი სურვილები ხვალისთვის იმ იმედით, რომ ისტორია შემოინახავს არამხოლოდ თქვენს წარმატებას, არამედ სულისკვეთებას, ერთგულებასა და სიამაყეს, რითაც თავი წარმოაჩინეთ,'' - წერია დედოფლის წერილში.
ინგლისსა და იტალიას შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი კვირას, 11 ივნისს, ,,უემბლიზე” გაიმართება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები