Belive

ელიტ რაუნდში 19-წლამდელების მეტოქეები გაირკვა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2020 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის წილისყრა შედგა. საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკმაოდ რთულ, მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად შოტლანდია, საფრანგეთი და რუსეთი ეყოლება. 7 ჯგუფის გამარჯვებული მასპინძელ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს შეუერთდება და ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 19 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რამაზ სვანიძის გაწვრთნილებმა სამიდან სამი შეხვედრა მოიგეს (უნგრეთთან, ყაზახეთთან და ხორვატიასთან) და 9 ქულით ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულეს.

სხვა სტატიები