Belive

ელმა რონალდუ: "შენ მაინც საუკეთესი ხარ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ ტურინის "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. იტალიელებმა ორი მატჩის ჯამში, "ლიონთან" 2:2 ითამაშეს. გუშინდელ შეხვედრაში კი რონალდუმ დუბლი გაიფორმა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. ამასთან დაკავშირებით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დამ, ელმა რონალდუმ, საკუთარი ძმა გაამხნევა. -"საყვარელო ძმაო, შენ ყველა სხვა მოთამაშეზე კარგად ითამაშე. მე ვამაყობ იმით, თუ როგორ თამაშობ შენ, მაგრამ რეალობა სამწუხაროა, მარტო შენ ყველაფერს ვერ გააკეთებ. შენ ძალიან კარგად იცი, რომ ფეხბურთი ხანდახან ასეთია. ყველაფრის მიუხედავად, საუკეთესო ხარ და გუშინ ყველაფერი გააკეთე რაც შეგეძლო." შეგახსენებთ, რომ ფრანგები, შემდეგ ეტაპზე მეტოქის სტადიონზე გატანილი გოლის წყალობით გავიდნენ.

სხვა სტატიები