Belive

ელტონ ჯონი უოტფორდის მატჩს დაესწრო - ვარსკვლავი ჩისკოსაც შეხვდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიფის ბოლო ტურში ,,უოტფორდმა'' ,,სუონსის'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. შეხვედრას ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი - ელტონ ჯონი დაესწრო, რომელიც მატჩის შემდეგ ,,ონავრების'' მთავარ მწვრთნელს, ჩისკო მუნიოსსაც შეხვდა. 74 წლის ვარსკვლავი ,,უოტფორდს'' ბავშვობიდან ქომაგობს და ორჯერ (1976-1987 და 1997-2002 წლებში) გუნდის მფლობელიც იყო. მუსიკოსი დღემდე კლუბის საპატიო პრეზიდენტია. ელტონ ჯონთან ერთად გადაღებული ფოტოები ჩისკომ ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.


 
View this post on Instagram
 

A post shared by ̃ (@xisco28m)


 

სხვა სტატიები