Belive

ემანუელ პეტი: „მესის დასასრული ახლოვდება ის რონალდუსავით ძლიერი არ არის“

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
„არსენალის“, „ბარსელონას“, „ჩელსის“ და საფრანგეთის ნაკრების ვეტერანი ნახევარმცველი ემანუელ პეტი ამბობს, რომ ლიონელ მესი პრემიერლიგაში ისეთივე წარმატებული ვერ იქნებოდა, როგორიც „ბარსელონაშია“. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი საამისოდ კრიშტიანუ რონალდუ უნდა იყოს. „გულწრფელი რომ ვიყო, მესი პრემიერლიგის ტემპს ალღოს ვერ აუღებდა. მას ფიზიკურ ორთაბრძოლებში შესვლა და ხისტი თამაში არ გამოსდის. ესპანეთში ის ამისგან დაზღვეულია. ინგლისელ გულშემატკივარს მისი ხილვა გაუხარდებოდა, მაგრამ „მანჩესტერ სიტის“ მხრიდან 33 წლის ფეხბურთელის ყიდვა გაუმართლებელი ნაბიჯი იქნება. თუ მათ ეს სურდათ, მაშინ 2 წლის წინ უნდა გაეკეთებინათ. მესი არ არის კრიშტიანუ რონალდუ, ფიზიკურად ის ასეთივე მანქანა არ არის. მესი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ მწვერვალზე ალბათ კიდევ მაქსიმუმ 2 ან 3 წლის განმავლობაში გაჩერდება. „ბარსელონაში“ დიდებული თანაგუნდელების გვერდით თამაშის პირობებშიც კი, მას ისეთივე უნარ-ჩვევები აღარ ექნება, გარღვევას ძველებურად ვეღარ შეძლებს. ალბათ, თავად ლეოც ხვდება, რომ დასასრული ახლოვდება“,-თქვა 49 წლის ვეტერანმა. კატალონიურ გრანდში ქაოტური მდგომარეობის და რამდენიმე მნიშვნელოვან ფიგურასთან კონფლიქტის შემდეგ, ოქროს ბურთის 6-გზის გამარჯვებულს „ქალაქელებს“ უკავშირებენ.

სხვა სტატიები