Belive

ემერიკ ლაპორტის ღირსეული საქციელი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ალექსის ვასტინი წარმატებული ფრანგი მოკრივე იყო. სპორტსმენი 2015 წელს, 29 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ალექსისის მამამ ჯანდაცვის ფრანგი მუშაკების დასახმარებლად დაღუპული შვილის ის ეკიპირება გაიტანა აუქციონზე გასაყიდად, რომელიც მოკრივემ 2012 წლის ოლიმპიადაზე გამოიყენა. "მანჩესტერ სიტის" ფრანგმა ფეხბურთელმა, ემერიკ ლაპორტემ ალექსისის ხელთათმანი შეიძინა, შემდგომ კი ის ოჯახს დაუბრუნა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ალექსის ვასტენი რეალითი შოუს Dropped-ის გადაღებისას დაიღუპა. არგენტინის არგენტინის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ორი ვერტმფრენის შეჯახებამ მაშინ 10 ადამიანი იმსხვერპლა.

სხვა სტატიები