Belive

ემილ ჰესკის მოგონება: "რივალდოს უნდოდა, რომ ბრაზილიის ნაკრებში მეთამაშა"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის ნაკრების ვეტერანი თავდამსხმელი ემილ ჰესკი 2002 წლის მუნდიალზე ბრაზილიასთან დაპირისპირებას და რივალდოს სიტყვებს იხსენებს. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა კითხვაზე, თუ რომელ ფეხბურთელს აირჩევდა მეტოქის ბანაკიდან თავის გუნდში სათამაშოდ, სწორედ "ლივერპულისა" და "ლესტერის" ყოფილ ფორვარდზე მიუთითა. თანაც ეს მაშინ, როცა ბრიტანელებს "ოქროს თაობა" ჰყავდათ და გუნდის ძირითად შემადგენლობაში დევიდ ბექემი, მაიკლ ოუენი, პოლ სქოულზი, რიო ფერდინანდი და სხვები გამოდიოდნენ. "2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ბრაზილიის ნაკრებს დავუპირისპირდით. მაშინ რივალდოს არჩევანის გაკეთება ინგლისის ეროვნული გუნდის ფეხბურთელებისგან მოუწია და მან მე ამირჩია. ამის მოსმენამ ძალიან გამახარა. ვიცოდი, რომ იმ ბრაზილის ნაკრებში თამაში შემეძლო, მაგრამ ამის თქმის გამო დამცინებდნენ. ვფიქრობ რივალდომ ასეთი რამ მას მერე თქვა, რაც ჩემს წინააღმდეგ საკლუბო დონეზე ითამაშა. ჩვენ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაში დავუპირისპირდით, ორი მატჩის ჯამში "ლივერპულმა" "ბარსელონა" დაამარცხა, მან კი მშვენივრად დაინახა ჩემი შესაძლებლობები და ის, თუ რისი მიცემა შემეძლო გუნდისთვის",-იგონებს ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი.
საინტერესოა, თუ რა თქვა, თავად ოქროს ბურთის მფლობელმა 18 წლის წინ: "ჰესკის ბევრი ინგლისელი ქომაგი აკრიტიკებს, მაგრამ მე მათ არ ვეთანხმები. მის წინააღმდეგ "ბარსელონასთან" ერთად ორჯერ ვითამაშე და კარგად დავინახე თუ რაოდენ მაღალი ხარისხის ფეხბურთელია იგი. მასთან თამაშის შემდეგ დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რამხელა ძალა აქვს ხასიათის სიმტკიცეს. ბრაზილიის ნაკრებში თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ მის წინააღმდეგ ფრთხილად ყოფილიყვნენ. ასე რომ, კითხვაზე, თუ რომელ ფეხბურთელს გადავიბირებდი ბრაზილიის ნაკრებში, გიპასუხებთ - ემილი ჰესკის".

სხვა სტატიები