Belive

ემილაინო სალა არგენტინაში გადაასვენეს!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ემილიანო სალა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში გადაასვენეს. შაბათს კი მისი დაკრძალვა მოხდება მის მშობლიურ ქალაქ პროგრესოში. სალას ცხედარი გადაასვენეს სანტა-ფეს რეგიონში, ჩრდილო-აღმოსავლეთ არგენტინაში და საიდანაც მოხდება მისი გადასვენება მის მშობლიურ ქალაქ პროგრესოში. "კარდიფის" მთავარი მწვრთნელი ნილ უორნოკი და აღმასრულებელი დირექტორი კენ ჩო არგენტინაში ჩავლენ და დაკრძალვას დაესწრებიან. 28 წლის ემილიანოს სახალხო პანაშვიდს გადაუხდიან და რამდენიმე საათით თავისი ბავშვობის კლუბის "San Martin de Progreso"-ს ბაზაზე დაასვენებენ. კლუბმა ემოციური მიმართვა გაავრცელა სოციალურ ქსელში: "ჩვენ შენ გელოდებოდით ... შენ დაგვტოვე, მაგრამ ამის შემდეგ სულ ჩვენთან იქნები. შენ წახვედი და შენ მაგალითი იქნები ყველასთვის. მუდამ ჩვენს გულებში იქნები". სალა ნანტს ბორდოდან 2015 წელს შეუერთდა და 120 თამაშში 42 გოლი გაიტანა. 2019 წლის ზამთარში კი პრემიერლიგას, კერძოდ კი კარდიფს მიაშურა თუმცა 21 იანვარს მისი თვითმფრინავი გაუჩინარდა და ამ ტრაგედიამ მთელი მსოფლიო მოიცვა.

სხვა სტატიები