Belive

ემილიანო მარტინესი: ,,მესი გუნდის 99,9%-ია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა, ავსტრალიასთან მოგების შემდეგ, ლეო მესიზე ისაუბრა:

,,მესი გუნდის 99,9%-ია. ჩვენ კი ვართ პროცენტის ის ნაწილი, რომელიც ცდილობს მას დაეხმაროს, როცა რაღაც არ გამოსდის.

წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს და ბოლომდე ვიბრძოლებთ,'' - განაცხადა მარტინესმა.

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში არგენტინამ ავსტრალიას 2:1 მოუგო. ლეო მესიმ მატჩში ანგარიში გახსნა.

მეოთხედფინალში არგენტინელთა მეტოქე ნიდერლანდები იქნება. შეხვედრა პარასკევს, 9 დეკემბერს, გაიმართება.

სხვა სტატიები