Belive

ემილიანო სალას საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი დააკავა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის, ემილიანო სალას საქმესთან დაკავშირებით, პოლიციამ ორი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, 62 წლის მამაკაცი და 48 წლის ქალბატონი ემილიანო სალას ფოტოს უკანონოდ გავრცელებისათვის დააკავეს. წყაროს მტკიცებით, დაკავებულებმა ემილიანო სალას ცხედარს მორგში გადაუღეს ფოტო და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში უკანონოდ გაავრცელეს. დაკავებული კრისტოფერ ეშფორდისა და შერი ბრეის სასამართლო პროცესი 2019 წლის 10 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები