Belive

ემილიანო სალას ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზუსტად 2 წლის წინ, 2019 წლის 22 იანვარს, "კარდიფის" ახალწვეული ემილიანო სალა საფრანგეთიდან უელსში მიემგზავრებოდა. მოულოდნელად, არგენტინელი ფეხბურთელის კერძო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. სალას ცხედარი მხოლოდ 12 დღეში, 3 თებერვალს, ლა-მანშის სრუტეში აღმოაჩინეს. რაც შეეხება პილოტს, ის დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ტრაგიკულად დაღუპული ემილიანო სალას ოჯახი აცხადებს, რომ სრული სიმართლე დღემდე არ იციან. მათი აზრით, პასუხებზე კითხვების გასაცემად გამოძიებაა საჭირო. თავდაპირველი გამოძიებით დადგინდა, რომ პილოტსა და თვითმფრინავს ფრენისთვის შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდათ, კატასტროფის მიზეზად კი უსაფრთხოების წესების დარღვევა დასახელდა. შეგახსენებთ, რომ სალა საფრანგეთში ყოფილ თანაგუნდელებს დაემშვიდობა, კარდიფში კი ის ახალ კლუბთან შესახვედრად მიდიოდა. "ნანტმა" ზამთარში ის  სწორედ პრემიერ ლიგის ბინადარ "კარდიფში" 15 მილიონად გაყიდა. გუნდებს შორის სატრანსფერო ღირებულების გადახდაზე დავა მიმდინარეობდა.

View this post on Instagram

A post shared by Emiliano Sala (@emilianosala9)

სხვა სტატიები