Belive

ემილიანო სალას უკანასკნელი პატივი მიაგეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შაბათ დღეს ემილიანო სალას მის მშობლიურ ქალაქში, პროგრესოში მოსახლეობამ და სპეციალურმა სტუმრებმა პატივი მიაგეს. ემილიანოს სხეული პროგრესოს გიმნასიუმის წინ დაასვენეს სადაც ნებისმიერ ადამიანს ჰქონდა საშუალება მისთვის უკანასკნელი პატივი მიეგო. არგენტინელი ფეხბურთელი ბუენოს-აირესიდან პროგრესომდე სპეციალური მანქანით გადაასვენეს (538 კილომეტრი). სალას პატივი მიაგეს სწორედ იმ კლუბის ბავშვთა გუნდებმა სადაც ის აღიზარდა ასევე 2500 მოსახლიანი პატარა ქალაქის მცხოვრებლებმა რომლებიც შავ-წითელ მაისურებში იყვნენ გამოწყობილები, ამ ადამიანებმა გამოფინეს ბანერი წარწერით "შენ არასდროს ივლი მარტო (Emi, nunca caminaras solo)" "ის თითქოს ჩემი ოჯახის წევრი იყო, ამ ყველაფერს ვერც გავიგებ და ვერც მივიღებ რადგან ძალიან მტკივა გული, 21 იანვრიდან მოყოლებული ჩვენი ქალაქი სიბნელეში ცხოვრობს" - განაცხადა ემილიანოს მეზობელმა ლუსია ტორესმა. პროგრესოში ასევე ჩავიდნენ "კარდიფის" მწვრთნელი ნილ უორნოკი და მფლობელი კენ ჩო. "მინდა ვინმე მოვიდეს და მითხრას თუ რა მოხდა, მაგრამ როგორც ჩანს ეს მხოლოდ შემთხვევითობა იყო" - განაცხადა სალას დეიდამ.

სხვა სტატიები