Belive

ემილიო ბუტრაგენიო: "მადრიდის რეალი სოლარისთან ერთად ბედნიერია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" სპორტული დირქტორის, ემილიო ბუტრაგენიოს თქმით, მადრიდში სოლარისთან ერთად ბედნიერები არიან. "სამეფო კლუბის" დროებითი მწვრთნელი, სანტიაგო სოლარი გუნდს კარგად ათამაშებს. ის მხოლოდ ოთხი თამაშია რაც გუნდს ავარჯიშებს და ამ პერიოდში გუნდმა ყველა შეხვედრა მოიგო, გაიტანა 15 და გაუშვა 2. გუნდის სპორტული დირექტორის განცხადებით, ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა სოლარით კმაყოფილები არიან. "კარგი შედეგი გვაქვს. ლიდერ ბარსლონასთან სხვაობა შევამცირეთ და კვლავ ვიბრძვით ჩემპიონობისთვის. ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს და მიმდინარე სეზონში უკეთ და უკეთ ვთამაშობთ. შემადგენლობის როტაცია ამართლებს. ჩვენ სოლარით კმაყოფილები ვართ". იხილეთ სანტიაგო სოლარის გატანილი ბურთი "ბარსელონას" კარში.

სხვა სტატიები