Belive

ემოციური კადრები - ანდრე გომეში ფანებს მადლობას უხდის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
6 ნოემბერს, პრემიერლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, "ევერტონის" ნახევარმცველმა, ანდრე გომეშმა ფეხი მოიტეხა. პორტუგალიელ ფეხბურთელს ჰეუნ მინ სონმა ჩაარტყა, რის შემდეგაც წონასწორობა ვერ შეიკავა და უმძიმესი ტრავმა მიიღო. 26 წლის ანდრემ სოციალურ ქსელში უცხო ადამიანებისგან უამრავი თბილი წერილი მიიღო. "გამარჯობა, მეგობრებო. მინდა ყველაფრისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. "ხელში ახლა მე ძალინ ბევრი წერილი მაქვს და აუცილებლად შევეცდები, რომ სახლში ყველა მათგანი წავიკითხო. გულწრფელად ვამბობ, ეს თითქმის შეუძლებელია. "ძალიან მგრძნობიარე და ემოციურია ის, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ. მე უფრო ძლიერი დავბრუნდები, რათა გუნდს დასახული მიზნების ასრულებაში დავეხმარო. და, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის," - განაცხადა ანდრე გომეშმა.

იხილეთ ვიდეო:

სხვა სტატიები