Belive

ემოციური ფოტო: მარსელო ბიელსამ ლიდსის წაგება ძალიან განიცადა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ ინგლისის ჩემპიონშიფის 33-ე ტურის მატჩები გაიმართა. მარსელო ბიელსას გაწვრთნილი "ლიდსი" "ქპრ"-ს ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 1:0. აღნიშნული წაგების შემდეგ, "ლიდსმა" ჩემპიონატში პირველი ადგილი დაკარგა და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. ბიელსას გუნდს ახლა 64 ქულა აქვს და "ნორვიჩსა" და "შეფილდ იუნაიტედს" ჩამორჩება. "ლიდსის" არგენტინელმა თავკაცმა წარუმატებლობა ძალიან განიცადა, რაც ფოტოზე კარგად ჩანს.
52699425_465752993957049_5930986309744066560_o

სხვა სტატიები