Belive

ემრე ჯანი: "იუვენტუსში თავს ბედნიერად ვეღარ ვგრძნობ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა ემრეანმა თქვა, რომ კლუბში თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობს. "ამჟამად კლუბში თავს ბედნიერად ვეღარ ვგრძნობ. მოედანზე ხშირად გასვლა აღარ მიწევს. წინა სეზონში უფრო მეტს ვთამაშობდი, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვან შეხვედრებში. თანაც, ამას საკმაოდ კარგად ვაკეთებდი. წელს ასე აღარ ხდება. საკმარისი შანსები არ მეძლევა, რათა თავი შესაბამისად გამოვამჟღავნო. იმედი მაქვს, კლუბში დაბრუნების შემდეგ, ამის შანსი მექნება. იოაჰიმ ლიოვის ძალიან მადლობელი ვარ, რადგან მან გერმანიის ნაკრებში სათამაშო პრაქტიკის არქონის მიუხედავად გამომიძახა. მოედანზე დაბრუნებით გახარებული ვარ",-თქვა გერმანელმა ფეხბურთელმა. წარმოშობით თურქი ფეხბურთელი, რომელიც წინა ზაფხულს, "ლივერპულიდან" "ბებერი ქალბატონის" რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, "ზებრებმა" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანეს. მთლიანობაში, მაურისიო სარი ფეხბურთელს საკმარისად არ ენდობა.

სხვა სტატიები