Belive

ემრესთან ახალი ვარიანტები ჩანს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ემრე ჩანის კარიერა ცუდად წარიმართა. მას მერე, რაც გერმანელი ნახევარმცველი ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგდა, მისმა ყოფილმა კლუბმა "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, "ბებერმა ქალბატონმა" კი არსებული მაღალი კონკურენციის გამო, ის ამ ტურნირის განაცხადს მიღმა დატოვა. 25 წლის ფეხბურთელს, რომელიც "ზებრებმა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს, ზამთარში იტალიის მოქმედი ჩემპიონის დატოვება გადაწყვეტილი აქვს, მის მიმართ ინტერესი კი უკვე არსებობს. მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მომგები ფეხბურთელის დამატება "ბარსელონას" და "პსჟ-ს" სურს. "იუვე" ფეხბურთელს 40-50 მილიონ ევროდ აფასებს, ხსენებული კლუბებისთვის კი ამ თანხის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს. ამ სეზონში ემრემ მხოლოდ იტალიის ჩემპიონატის ოთხ შეხვედრაში ითამაშა.

სხვა სტატიები