Belive

ენდი კეროლი და ჟერმეინ დეფო შოტლანდიაში მიდიან

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გლაზგოს "სელტიკი" მზად არის ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელები საკუთარ რიგებში იხილოს. ენდი კეროლი და ჟერმეინ დეფო შესაძლოა შოტლანდიაში გადავიდნენ. შოტლანდიის ჩემპიონებს კეროლისა და დეფოს შეძენა იანვარში სურთ. "სელტიკს" შეტევის ხაზში პრობლემები აქვს. მუსა დემბელე შესაძლოა 20 მილიონ ფუნტად "ლიონში" გადავიდეს. სწორედ ამიტომ, "სელტიკის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა გადაწყვიტა ვეტერანი შემტევების შეძენა. "ბორნმუთის" თავდამსხმელის, ჟერმეინ დეფოს შეძენა ზაფხულში "რეინჯერსს" სურდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. დეფო 36 წლის არის და მთელი კარიერა ინგლისში გაატარა. კარიერის საუკეთესო წლები "ტოტენჰემში" ჰქონდა. კარიერაში დეფომ 682 თამაში ჩაატარა და 273 ბურთი გაიტანა. რაც შეეხეგა ენდი კეროლს, 29 წლის ინგლისელი თავდამსხმელი დეფოს მსგავსად მთელი კარიერის განმავლობაში ინგლისში თამაშობდა. საუკეთესო პერიოდი "ნიუკასლში" გაატარა, სადაც 91 თამაშში 33 ბურთი გაიტანა. ახლა ის "ვესტ ჰემის" ღირსებას იცავს.  

სხვა სტატიები