Belive

ენდი რობერტსონი: "მესის გაჩერება ურთულესი მისიაა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში "ბარსელონა" "ლივერპულს" უმასპინძლებს. "კამპ ნოუზე" გასამართ შეხვედრაში ფავორიტის სტატუსით "ბარსელონა" სარგებლობს - თუმცა მერსისაიდელები საბრძოლველად ემზადებიან. "ლივერპულის" მცველმა, ენდი რობერტსონმა მატჩის წინ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. "რა თქმა უნდა გაცილებით უფრო ძლიერი ფეხბურთელის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მას მოედნის ნებისმიერ კუთხეში შეუძლია ბურთის მიღება, შეტევის წამოწყება და ხიფათის შექმნა. მის წინააღმდეგ ჯგუფურად უნდა ვიმოქმედოთ - თუმცა ამ შემთხვევაში სხვა პრობლემას წავაწყდებით. შეიძლება შევაჩეროთ მესი, მაგრამ "ბარსელონას" ჰყავს ფილიპე კოუტინიო და ლუის სუარესი. ჩვენ ყველა მათგანის გაჩერება მოგვიწევს, რაც ურთულესი მისიაა", - აღნიშნა ენდი რობერტსონმა. მერსისაიდული გრანდის დაცვის ბურჯმა და ლიდერმა ვირჯილ ვან დაიკმა არანაკლებ საინტერესო კომენტარი გააკეთა. "ლივერპულის" დაცვის ლიდერი მიიჩნევს, რომ თანაგუნდელებთან ერთად "ბარსელონას" შეტევების გასანეიტრალებლად მზადაა. "ვფიქრობ იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ასევე ხედავთ, როგორ ვთამაშობთ და ვიცავთ თავს. ერთი-ერთზე არასდროს ვთამაშობთ. მთელი გუნდი ვიცავთ თავს და მთელი გუნდი გადავდივართ შეტევაზე. მატჩისთვის მზად ვიქნებით", - აღნიშნა ვირჯილ ვან დაიკმა.

სხვა სტატიები